saqarTvelos mdinareebi - lafianxevi

ტერიტორიული ერთეულები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სათავე გომბორის ქედი
სიგრძე 11.5 კმ
აუზის ფართობი 51 კმ²

 

ვარცოფული მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს გომბორის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1620 მ. სიგრძე 11,5 კმ. აუზის ფართობი 51 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 0,5 მ3/წმ.